Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    რეგიონული კონკურსი „კარგი იდეების ტრანსფორმირება სტარტაპებად"

    ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო ბუქარესტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს რეგიონული კონკურსის პირველ ეტაპს: „კარგი იდეების ტრანსფორმირება სტარტაპებად".
     

    კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს  წევრ ყველა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  ფრანგულენოვან სტუდენტებს. კონკურსის მიზანია სამეწარმეო სულის გაღვიძება და სამეწარმეო იდეების რეალობად გარდაქმნა ინოვაციური პროექტის რეალიზაციის გზით ან კიდევ ჰობის გადაქცევა ბიზნესად. ამ კონკურსის განსაკუთრებულობა ის არის, რომ სტუდენტებს შეუძლიათ შექმნან მულტიდისციპლინური გუნდები, რომლებსაც დისტანციურად ეწვევიან კომპანიების ექსპერტები და ასევე, პროფესიონალები უნივერსიტეტებიდან.
     

    საუკეთესო რეგიონული პროექტები წარდგენილი იქნება ჟიურის წინაშე დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, რომელიც ჩატარდება ბუქარესტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში 2022 წლის 11-17 ივლისის პერიოდში.
     

    დეტალური ინფორმაცია  ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://l.auf.org/concoursStartup